ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც სხვადასხვა ფილმებში, მეტწილად, შეყვარებულებს, გამომძიებლებსა და წარმატებულ ადამიანებს თამაშობს, სერიული მკვლელის ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსის როლს განასახიერებს.
ფილმის გმირი რეალური პიროვნებაა, რომელმაც 1893 წელს ჩიკაგოში მეორე მსოფლიო ბაზრობის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა.
ფილმს თავად დიკაპრიოს კუთვნილ კომპანია " THE APPIAN WAY " -ში გადაიღებენ.
ეს იქნება ორი ადამიანის ისტორია: არქიტექტორ დენიელ ბრეჰმენის, რომელმაც მსოფლიო ბაზრობისთვის პავილიონი ააშენა და დამნაშავე ჰენრი ჰოლმსის (ნამდვილი სახელი ჰენრი მაჯეტი), რომელიც საკუთარ სახლში იტყუებდა მარტოხელა ახალგაზრდა ქალებს და მას გაზის კამერებში კლავდა.
სასამართლოზე ჰენრი მაჯეტმა 27 მკვლელობა აღიარა, თუმცა მართლმსაჯულება მიიჩნევდა, რომ მის მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო.
"ის იყო ჭკვიანი, მას ჰქონდა ქარიზმა. ეს არის ძალიან რთული სახე, ხოლო დიკაპრიოს სირთულეები იზიდავს. რადგან ჰოლმსის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ეს როლი უფრო საინტერესო ხდება", - განაცხადა ფილმის პროდიუსერმა ჯენიფერ კილონარმა, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში დი კაპრიოს პარტნიორია.