უნდა “მოინდომო” რომ ასე შეაზიზღო თავი ხალხს – ბაკურ სვანიძე მიხეილ სააკაშვილზე

უნდა “მოინდომო” რომ ასე შეაზიზღო თავი ხალხს – ბაკურ სვანიძე მიხეილ სააკაშვილზე

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მცირე ეპოზოდს იხსენებს სადაც სააკაშვილის მიმართ ხალხის დამოკიდებულება ჩანს.

“გუშინ ჩემი მეგობარი ვეტერანების მიწვევით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანთა შეკრებას ვესწრებოდი ფილარმონიაში.

ერთმა დეტალმა მიიპყრო ჩემი ყურადღება – აჩვენეს 15 წუთიანი ფილმი სადაც მოკლედ იყო ასახული საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორია… ფილმში გამოჩნდა ზვიად გამსახურდია – დარბაზში ხანმოკლე ტაში გაისმა, მოგეხსენებათ, ზვიადის მომხრე ეროვნული გვარდიის წევრებიც ომობდნენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში და ამიტომ გუშინდელ შეკრებაზეც იყვნენ.

კადრში ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა – დარბაზში უბრალოდ სიჩუმე იყო. შევარდნაძეს ფანატიკური მომხრეები, ფაქტობრივად არ ჰყოლია – ის, ვინც ზვიადს არ უჭერდა მხარს, აფხაზეთში საქართველოსთვის  ომობდა და არა ედუარდისთვის! თუმცა პატივს მართლა სცემდნენ და ვაჟკაცი არ იყოო – ამას ვერავინ იტყვის შევარნაძეზე. აქედან გამომდინარე, ზვიადის მომხრე ვეტერანებიც ჩუმად იყვნენ. კადრში გამოჩნა მიხეილ სააკაშვილი – დარბაზი დაინგრა სტვენით, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, შეკავებული გინებით… მართლა ხო უნდა “მოინდომო” ადამიანმა, რომ ასე შეაზიზღო თავი ორივე, როდესღაც სისხლით დაპირისპირებულ მხარეს?.”– წერს ბაკურ სვანიძე.