2012 წლიდან საქართველოში ყველა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშშიც დადებითად შეფასდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში განუცხადა. მან მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
"2012 წლიდან რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ეს აისახა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის შეფასებაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიღწევა იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის შედგარი დემოკრატია. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სამწუხაროდ, არ გვიხილავს ევროპული სტილის კამპანია. მოსახლეობამ კარგად იცის, როგორი ბინძური ხერხებია გამოყენებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. პირადული შეურაცხყოფები, დეზინფორმაცია, ფეიკნიუსები და ბევრი სხვა ნეგატივი. ამის მიუხედავად მინდა განვაცხადო - ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველო ხალხი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მინდა ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად იაქტიურონ არჩევნებზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.