ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალური ქსელის საშუალებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ წარმომადგნელებს აკრიტიკებს.
“სრული სერიოზულობით ვეკითხები ჩემს კოლეგებს: როგორ შეიძლება, რომ ეს ე.წ. “გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის” წარმომადგენლები სერიოზულად აღიქვა და მათ ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გასაგონად “ავტორიტეტული” უწოდო? როგორ შეიძლება საერთოდ ელაპარაკო ხალხს, არამც თუ რაიმე შეფასება, ან ვარაუდი გამოათქმევინო, არამედ საერთოდ ელაპარაკო თუნდაც დღევანდელ წვიმიან ამინდზე, ვინც ამ რამდენიმე დღის წინ, ე.წ. “სკანდალური ინფორმაციის მომწოდებელ წყაროსთან” დაკავშირებით, თავიანთი სრული იდიოტიზმი აჩვენეს და ახლაც მთვრალი კლოუნებივით იმართლებენ თავს. როგორ შეიძლება, რომ ამ მართლა მთვრალ კლოუნებს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში აზრი ჰკითხო? ნუთუ გგონიათ, რომ ტელემაყურებელი დებილია და ვერ ხვდება, თუ ვის უნდა უსმინოს? რატომ აყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს მოსახლეობას? ნუთუ თვლით, რომ მაყურებელი ვალდებულია, რომ თქვენგან დარქმეული თიკუნები – გავლენიანი, ავტორიტეტული, მწერალი, ვარსკვლავი დ.ა.შ. აღიქვას როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თავის თავში ჩაახშოს რეალობა და თქვენს მიერ მითითებულ გზაზე გადავიდეს?
ახლა კი ვეკითხები ხალხს: არ მოგწყინდათ ეს სისულელეები? არ მოგწყინდათ იმ ხალხის გაფეტიშება, რომლებიც ისე დაგცინიან, რომ ამას თავადაც ვერ ხვდებიან თავიანთი მწირი თვალსაწიერის გამო.
არჩევნებამდე სამი დღე დარჩა. სოლომონ ბრძენის ბეჭედზე იყო წარწერა – ესეც გადაივლის! გადაივლის, მაგრამ ის მარაზმი, რასაც ყოველდღე ტელევიზიებში ვხედავთ, მანამდე დარჩება, სადაც ე.წ. “ბაზრის მოთხოვნა” გემოვნების მხრივ არ გაიზრდება”– წერს გია გაბრიჭიძე.