თქვენ გგონიათ, ასეთი სულელი ვარ, რომ ტელეფონზე ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციაზე და მასალები მივცე სუს-ს?! მეტი საქმე არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„რაღაც საოცარი ჩანაწერი გააკეთეს ჩემი და გიორგი ვაშაძის, რომელიც შეკრებილია ჩემი და მისი ნამდვილი საუბრიდან სადღაც სასტუმროებსა და რესტორნებში. რომელი რევოლუციონერი გიორგი ვაშაძეა, რომ რევოლუციებზე ველაპარაკო, როცა არჩევნებს ვიგებთ ისედაც. თქვენ გგონიათ, ასეთი სულელი ვარ, რომ ტელეფონზე ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს და მასალები მივცე სუს-ს, მეტი საქმე არ მაქვს... სხვათა შორის, ძალიან კარგი ბიჭია ვაშაძე, ძალიან კარგი მმართველი იქნებოდა ნებისმიერი მთავრობის. იმ ადამიანებს, ვინც ამას ამონტაჟებს, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს საქართველოს მოსახლეობაზე და პლუს ბიძინას ახევენ ფულს ამაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გავრცელდა ფარული აუდიო-ჩანაწერი. საიტის თანახმად, სავარაუდოდ, ვაშაძე და სააკაშვილი ერთმანეთს საქართველოში რევოლუციურ სცენარზე ესაუბრებოდნენ.