საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქტიურად განაგრძობს წინასაარჩევნო აგიტაციას.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ვიდეოჩართვებით ხშირად ეკონტაქტება, ერთ-ერთი ჩართვის დროს გადაღებულ ფოტოს მიხეილს სააკაშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს და წერს - "არ მიშვებთ, ხომ? ჩემს ხალხს მაინც ვერ ჩამომაშორებთ".
შეგახსენებთ, გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დასძინა, რომ მალე ჩამოვა.