ვიმედოვნებ, ქვეყანა გამოვა ერთმანეთისადმი ბრალდებებიდან, აყალბებ, ვაყალბებ, აყალბებთ

ვიმედოვნებ, ქვეყანა გამოვა ერთმანეთისადმი ბრალდებებიდან, აყალბებ, ვაყალბებ, აყალბებთ

ჩემი სამომავლო იმედი რჩება, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ამ რაღაცა ერთმანეთისადმი ბრალდებებიდან, რომ აყალბებ, ვაყალბებ, აყალბებთ და ა.შ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს გამოძიების საქმეა.

„ეს არის გამოძიების და პროკურატურის საქმე, რომელმაც უნდა გამოიძიოს უთუოდ. ჩემი სამომავლო იმედი რჩება, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ამ რაღაცა ერთმანეთისადმი ბრალდებებიდან, რომ აყალბებ, ვაყალბებ, აყალბებთ და ა.შ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები. ეს ქვეყანა ამის ღირსია, ამისთვის მზად არის და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები უკვე პროგრესია, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი, ნორმალური ევროპული ყაიდის არჩევნები“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.