ანრი ოხანაშვილი:  საკუთარი დანაშაულების სხვაზე გადაბრალება , ეს არის

ანრი ოხანაშვილი: საკუთარი დანაშაულების სხვაზე გადაბრალება , ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და შკლიაროვის ერთი პროპაგანდისტული სქემა

„ნაციონალური მოძრაობა ისეთ სქემას ავითარებს რაშიც თვითონ ძალიან კარგად არის გათვითცნობიერებული - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და შკლიაროვის ერთი პროპაგანდისტული სქემა საკუთარი დანაშაულები გადააბრალონ სხვას” - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

„2012 წლამდე ყალბ სიებთან და გაყალბებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის" ძალიან აქტიური  მაღალი თანამდებობის პირიც კია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, შესაბამისად ეს ყველაფერი არის მათი აპრობირებული პრაქტიკა , რომლის გადმოტანასაც  ხელისუფლების მისამართით ცდილობენ“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ქართული ოცნების მთავარი ამოცანაა, არჩევნების მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

„გავიხსენოთ ევროკომისიის პრეზიდენტის იუნკერის , ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, ისინი დარწმუნებული არიან , რომ არჩევნების მეორე ტური საქართველში ჩატარდება ისეთივე მაღალპროფესიონალიზმით ,როგორც ჩატარდა პირველი ტური , როგორც ჩატარდა აქამდე ყველა არჩევნები . ჩვენი მთავარი ამოცანა მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში უზრუნველვყოთ არჩევნების ჩატარება. ჩვენ ამ პირობას დავიცავთ და არჩევნები ჩატარდება მაღალი პროფესიონალიზმით, რათა კიდევ ერთხელ  ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ვაჩვენოთ ცივილიზებულ საზოგადოებას,ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას,რომ ჩვენ არჩევნებს ვატარებთ   მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში და ამისი გარანტი იქნება სწორედ ხელისუფლება” - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.