ჩვენი ხელისუფლების მთავარ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ მან ყურადღება არ მიაქცია საზოგადოების ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნაწილის წუხილს და გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმო წარმატებებს ეკონომიკაში, - ამის შესახებ განცხადებას რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი აკეთებს.
"მე სახლი მაქვს დუშეთის რაიონში, სოფელ ახატანში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გზაც გაიყვანეს, წყალიც, ელექტრომომარაგებაც მოწესრიგდა, გაზიც შემოიყვანეს. ამ ხელისუფლებამ ააშენა დამფასოებელი და ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, გააშენეს ხეხილის კოლექციური ბაღიც. მოპირდაპირე მხარეს ჯერ კიდევ 2007 წელს ივანიშვილმა გააკეთა ყურძნის კოლექციური ნაკვეთი, სადაც ყურძნის საუკეთესო ჯიშები შეაგროვა, მის დასაწურად მარანიც აშენდა. იქვე სათბურებია. ვხედავ, რომ სოფლებში სახლები შენდება, ტრაქტორები და მანქანებიც გაჩნდა.
ჩვენი ხელისუფლების მთავარ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ მან ყურადღება არ მიაქცია საზოგადოების ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნაწილის წუხილს და გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმო წარმატებებს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, მაგრამ იმ პირობებმა, რაც შეიქმნა ინფლაციის შედეგად, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ხალხი", - ამბობს რეჟისორი "კვირის პალიტრასთან".
კოკოჩაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს "განსხვავებული აზრი სისხლში იხშობოდა"
"საბჭოთა პერიოდში განსხვავებული აზრის არსებობა დაუშვებელი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც იყო ერთპიროვნული მმართველობის ძლიერი სურვილი, მაშინაც განსხვავებული აზრი სისხლში იხშობოდა. დღეს ხალხს აზრის გამოთქმის აღარ ეშინია", - დასძენს რეჟსორი.