"განა არ ახსოვთ ის 9 წელი? თუ მართლა გონებასუსტები ან ავადმყოფები არიან"

"ვისაც კიდევ ამათი უკან მობრუნება უნდა, განა არ ახსოვთ ის 9 წელი, თუ მართლა გონებასუსტები არიან ან ავადმყოფები?", - ამის შესაბე განცხადებას მსახიობი ლალი ბადურაშილი აკეთებს.

"სადაც კი შევდივარ, მაღაზიასა თუ ბანკში პენსიის ასაღებად, მეუბნებიან - ქალბატონო ლალი, ტელევიზიით მწვავედ რომ გამოდიხართ, ჩვენს სათქმელს ამბობთო. ამ პოზიციაზეა ლამის მთელი ქალაქი და ვერ გამიგია, სად არიან ამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები? რომ ამბობენ, მთავრობა არჩევნებს აყალბებსო, თვითონ აყალბებენ - ამის ოსტატები არიან, თორემ მოსახლეობის 12%-ზე მეტი გულშემატკივარი არ ჰყავთ. რა დანაშაულიც თვითონ ჩაიდინეს, სხვას აბრალებენ, ნიღაბს ირგებენ. ვისაც კიდევ ამათი უკან მობრუნება უნდა, განა არ ახსოვთ ის 9 წელი, თუ მართლა გონებასუსტები არიან ან ავადმყოფები?

სააკაშვილი 10 წლის წინათ ხომ არ გაიძახოდა, ყველანი ციხეში, ესროლეთ და სცემეთო. მერაბიშვილი ორ გვამს არ ითხოვდა, პრემია იქნებაო? 300 ათასი ქართველი ბიჭი ციხეში გამოამწყვდიეს - 7 ნოემბერი, 26 მაისი, ტელეკომპანია "იმედისა" და "იბერიის" დარბევა არ იკმარეს. ეს დაავიწყდათ? თუმცა, თვითონ „იბერიის" ხელმძღვანელობამ დაივიწყა, როგორ დაარბიეს და ამ მთავრობამ როგორ მოახდინა მათი რეაბილიტაცია, სხვას რა უნდა ველაპარაკო. „ნაცმოძრაობა" არ უნდა დაბრუნდეს, ჯანსაღი ერი ვართ, გვახსოვს ამათი სისასტიკე და დანაშაულები!" - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა "ასავალ-დასავალთან".