ბათუმში სამორინე „პრინცესაში" საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. როგორც სამორინეს იურისტმა კახაბერ წერეთელმა განაცხადა, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამორინეს ვიდეოჩანაწერები ამოღებული.
მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე სამორინეს დაცვის წევრებმა დააკავეს და სამართალდამცავებს გადასცეს. კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება.
„დეტალებს ვერ მოგახსენებთ. გუშინ ღამის საათებში მოხდა შემთხვევა. უზბეკეთის მოქალაქეს ცივი იარაღით მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სასტუმროს დაცვის წევრებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორიაა ცივი იარაღის სასტუმროში შეტანა, ამას გამოძიება დაადგენს. სამორინეს ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ყველა ინფორმაცია, კამერების ჩანაწერები გამოძიებას გადაეცა. მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება",- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.
ბათუმში, წუხელ, სამორინე „პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე.