ლანჩხუთში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერი დააზიანეს.
შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, არსებობს ეჭვი, რომ ბანერს მჟავა შეასხეს. თუმცა, პარტიაში დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობენ.