· რეაბილიტირდა 109.2 კმ გზა
· აშენდა და რეაბილიტირდა 27 ხიდი
· განხორციელდა წყალმომარაგების 2 პროექტი
· აშენდა 1 საჯარო და 1 დაწყებითი სკოლა, შენდება 1 საჯარო სკოლა
· რეაბილიტირდა 30 სკოლა
· აშენდა 5 და რეაბილიტირდა 17 საბავშვო ბაღი
· უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 37 სკოლის 1863 მოსწავლე
· სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან
უფასო სახელმძღვანელოებით
· შეიქმნა 3 საწარმო
· დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 38 პროექტი
· შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 115-მა პირმა
· დაფინანსდა ხეხილის 6 ბაღის გაშენება
· შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
· აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 155-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 244 000 ლარის მოსავალი
· დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია
· პროექტ „მობილური ექსტენციის" ფარგლებში 17 სოფელში 750-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია
· ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
· შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა
· ინჩხურსა და კიწიაში აშენდა ამბულატორიები
· განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
· დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება
· ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 320-მა ბავშვმა, ჯამში გაიცა 850 650 ლარი
· სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 27 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“ )
· საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 55 დევნილ ოჯახს.
· გაზიფიცირდა 3 335 აბონენტი. 2019 წელს ქალაქ მარტვილში გაზიფიცირდება ყველა დარჩენილი უბანი.2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება
· განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
· მარტვილის კანიონზე მოეწყო ეკოტურისტული
ინფრასტრუქტურა:
დასაქმებულთა რაოდენობა 50-დან 140-მდე გაიზარდა
ვიზიტორთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა
· ჩატარდა ნოღას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები
· მარტვილში გაიხსნა ტურიზმის ახალი
საინფორმაციო ცენტრი
· სოფელ სერგიეთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლას და მოეწყო მოედანი
· წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი