"ზურაბიშვილი დასანახად ვერ იტანს “ოცნების” ხალხს, განსაკუთრებით ქალებს" - გიგლა ბარამიძე

"დემოკრატიული მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩამოწერილი აქვს იმ ხალხის სია, ვის დანიშვნასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსთხოვს ივანიშვილს.

"ექსკლუზივის სახით გეუბნებით, რომ თავად ზურაბიშვილიც დასანახად ვერ იტანს “ოცნების” ხალხს, განსაკუთრებით ქალებს. პირად საუბრებში ამბობს, ესენი უნდა გამოვიყენო, გავხდე პრეზიდენტი და მერე სასახლეში არც ერთს არ შემოვუშვებო. ისიც იცოდეთ, რომ ზურაბიშვილს პრემიერის პოსტზეც უჭირავს თვალი და თუ პრეზიდენტად დაინიშნა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაც აქვს გადაწყვეტილი.

მას უკვე ჩამოწერილი აქვს იმ ხალხის სია, ვინ დანიშვნასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსთხოვს ივანიშვილს.

რამდენიმე ქვეყანაში ითხოვს ელჩებად თავისი ხალხის დანიშვნას. გამზადებული აქვს მოსამართლეების სიაც. თავდაცვის სამინისტროზეც უჭირავს თვალი", - აცხადებს "ახალ თაობასთან" ბარამიძე.