სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა

სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა

რუსეთისთვის სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ. „მამაცობისა და ეროვნული ერთიანობის დღესასწაული“ მიულოცა.

„ამ დღეს, 29 წლის წინ სამხრეთ ოსეთის თავგანწირული მოქალაქეების ჯგუფმა ქართველი ნაციონალისტების ბრბო შეაჩერა ცხინვალთან, რითაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

მისივე თქმით, „რუსეთისთვის სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები აქტუალურია და სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის“.