საფრანგეთში მოღავწე, ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა გელა ბაბლუანმა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს სპეციალური მიმართვა მიუძღვნა:
"ის ხელისუფლება, რომლიც სასტიკად ძალად"ობდა საკუთარი ხალხზე, ის ტელევიზიები, რომლებიც არ გამოსულან სანდრო გირგვლიანის დედის გვერდზე დასადგომად, დღეს მათ მიერ გაზიარებული სარალიძის ტკივილი არარეალურად მიმაჩნია, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯადოსნური გაქრისტიანება.
ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლისას ბევრი დადებითი გააკეთა ქვეყნის წინსვლისათვის, მოიშორა კრიმინალური სამყარო, ჩაატარა უამრავი რეფორმა, საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკის განვითარებას, მრავალ სფეროში შემოიტანა დინამიკა... მაგრამ მან, როცა საკუთარი დადებითი ქმედების მაქსიმუმს მიაღწია, იწყო უკუსვლა. ადამიანის ფუნდამენტური ფასეულობების გათელვით იქცა დიქტატორულ სახელმწიფოდ, სადაც მეფობდა ტერორი, კაცის კვლა და უსამართლობა. ამორალურია მოიაზრებოდეს იმ ხელისუფლების უკან დაბრუნება, რომელიც თავად აღიარებს, რომ ჩადიოდა იმავე ქმედებებს, რასაც ოკუპანტი; ანუ თავად ეწეოდა ოკუპაციას და სახლებს ართმევდა საკუთარ მოსახლეობას, რაც უარესია ოკუპანტის ქმედებაზე.
"ქართულმა ოცნებამ" დაუშვა არაერთი შეცდომა, რომელთა გამოსწორება შეიძლება, სწორი გადაწყვეტილებების ხარჯზე, მაგრამ იმას, რასაც ნაციონალური მოძრაობის ქმედებათა შავი სია ჰქვია, ვერაფერი გამოასწორებს".