საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვალების განულების პროგრამასთან დაკავშირებით კომპანია "ვივუსთან" მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა მოპალარაკებები.
„როგორც ვიცი, ფონდ „ქართუსა“ და კომპანია „ვივუსს“ შორის შეთანხმება მიღწეულია, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული დავალიანებები აქვთ და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, შეძლებენ ისარგებლონ აღნიშნული ინიციატივით და მგონი, არც აქ იქნება პრობლემები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას.
მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უიმედო ვალების ჩამოწერის ინიციატივას არ შეეხებოდა ონლაინსესხების კომპანია "ვივუსის" კლიენტებს, რადგან კომპანიამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა.