ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გიგი უგულავა: „ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, მე დღემდე არ ვიცი, რადგან მე ამ სასამართლოსა და პროკურატურას არ ვენდობი“.
კითხვა მაქვს:
როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, ამხანაგო გიგი, უმძიმესი ბრალით დაკავებული ოთხი ადამიანი მალევე გაათავისუფლეთ. ჰოდა, ჩაზუსტება სულაც არაა საჭირო, მაგრამ მაინც - ჯაშუშები რატომ გაათავისუფლეთ? რატომ არ გააპროტესტეთ პროკურატურის და სასამართლოს პოზიცია? სამშობლოს მოღალატეების გათავისუფლება დასჯადი არ გგონიათ? თუ დააკავეთ და დაადასტურეთ რომ ეს ოთხი ფოტოგრაფი ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშები იყვნენ, რატომ გამოუშვით, რატომ? ახლა არ ენდობით არა სასამართლოსა და პროკურატურას, მაშინ ხომ ენდობოდით?“ - წერს მეფარიშვილი.