ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ხდება 15 წელი, რაც ჩემ მეგობრებს ვუთხარი, რომ ხელისუფლებაში გარეწრები მოდიოდნენ. „შენი მოსაწონი არავინ არისო“ - მისაყვედურეს.
ორ თვეში 15 წელი გახდება, რაც ამ ჩემმა მეგობრებმა აღიარეს, მართალი ყოფილხარო.
მარტში 15 წელი გახდება, რაც დავწერე (გიგი მესვეტე, „ახალი ვერსია“) „ნაციონალური მოძრაობა“ და ვარდების რევოლუცია რუსული პროექტია-მეთქი.
ეგ უკვე მეტისმეტი მოგდისო - აღშფოთდნენ ის ჩემი მეგობრები.
ამ აგვისტოში 10 წელი გახდა, რომ დამირეკეს და მითხრეს, ამ ნაციონალების კაგებეშნიკ დედებს რომ იმასვუქენითო.
ჰოდა, რამდენი წელია ენჯეოშნიკებს ვამკობ, ის ჩემი მეგობრებიც მეთანხმებიან და უნისონში ვჩხავით, ხოლო ოცნება ეკურკურებოდა, ეფერებოდა...
მგონი, როგორც იქნა, მიხვდნენ, სად არის ნაცის თავი დამარხული, მაგრამ ახლა ის მაინტერესებს, რამდენი ხნით მიხვდნენ და როდემდე გასტანს ეს მიხვედრილობა“, - წერს იაკობაშვილი.