"ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს და მის პიარტექნოლოგს რუსულ დესანტად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ეს არის რუსული უშიშროების გეგმა.
შაქარიშვილის თქმით, ამ გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს "ქართული ოცნება".
"საქართველოს მოსახლეობამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა 2012 წლამდე, რომ ღირსება დაეცვა. ეს მონაპოვარი, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობა, ოჯახის წევრების სიცოცხლე, პირადი თავისუფლება შევწირეთ, ასე მარტივად არ დაიმთობა. მეორე ტურში ძალიან სანიმუშოდ და სამარცხვინოდ მარცხდებიან - ამაზე მეტყველებს მათი ნაწილის, არასამთავრობო სექტორის და კაპიტან ეკა გიგაურის მიერ წამოწყებული კამპანია. კაპიტანი გიგაური არის მისი წოდება, მას შეურაცხყოფას არ ვაყენებ. სასაზღვრო პოლიციის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მან ეს წოდება მიიღო. თუმცა არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი და არა ეს ადამიანები", - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.