თბილისის ქუჩებში "ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მორიგი ბანერები გამოჩნდა.
ბანერებზე მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის და "ნაციონალების" სხვა ლიდერების ფოტოებია გამოსახული შემდეგი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს - იღებ სააკაშვილს!“, "ირჩევ ვაშაძეს - იღებ გვარამიას!“, "ირჩევ ვაშაძეს - იღებ ადეიშვილს!“, "ირჩევ ვაშაძეს - იღებ ვაშაძეს!“ და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა მსგავსი ბანერები "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომლის დამკვეთიც ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.
ცნობისთვის, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ამ ბანერებისთვის 50 ათასზე მეტი დახარჯა.