„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი მთავარ პროკურატურაში იკითხება. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების - ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის, საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას. როგორც ონიანმა მთავარ საგამოძიები უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მისი კოლეგების მსგავსად, არც თავად აპირებს წყაროს დასახელებას
„მე ვარ მარტო ჩვენი ორგანიზაციის მესამე თანამშრომელი და ვიტყვი ზუსტად იმავეს, რაც უთხრეს ჩვენმა სხვა თანამშრომლებმა. რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას ვეუბნებით სრულად. ერთადერთი, რასაც არ ვეუბნებით, ეს არის ინფორმაცია წყაროს შესახებ და ამის ართქმის უფლებას ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და მეც არ ვაპირებ წყაროს დასახელებას, იმიტომ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, ის ფუძემდებლური პრინციპი, რის საფუძველზეც მუშაობენ მთელს მსოფლიოში უფლებადამცველი ორგანიზაციები", - განაცხადა ონიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ესწრებოდა თუ არა ის წყაროსთან შეხვედრას, ონიანმა განაცხადა, რომ შეხვედრას ისიც ესწრებოდა.
„ჩვენ შემდეგ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ, სარწმუნოდ მივიჩნიეთ და ვამცნეთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ონიანმა.