ვახტანგ მაისაია:

ვახტანგ მაისაია: "ქვეყანა დენთის კასრს დაემსგავსა"

"რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდება ისეთი საზოგადოებრივი ძალა, რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლებაში ახალი ტერორის მოსვლას" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

"პოლარიზებამ ქვეყანაში ისეთ მაღალ ნიშნულს მიაღწია, რომ ის დენთის კასრს დაემსგავსა, ერთი ასანთის გაკვრა და ცეცხლი გაჩნდება. პოლარიზებულია საზოგადოება, გაჩნდა პროპაგანლისტული ტელევიზიები, პოლიტიზირებული არასამთავრობოები, "ნაცმოძრაობის" საკუთარი ექსპერტთა ჯგუფი. ასევე დაიწყო ე.წ. წითელი პიარის ეტაპი, ანუ მოწინააღმდეგის ბოლომდე დისკრედიტაცია, თუმცა მძიმეწონიანი ყუმბარები გამოელიათ და აღარ იციან რა გააკეთონ.

"თვალსაჩინოებისთვის ოქუაშვილის ინტერვიუც კმარა, რომელიც შესანიშნავად დადგა გვარამიამ, ნანა ჭელიძის "იმერულ ესკიზებსაც" კი გადაასწრო, ძალიან ბევრი ვიხალისე და ალბათ სხვამაც. ეს იყო გვარამიას რეჟისორული დებიუტი, რომელიც პროდიუსერობაზე კარგად გამოუვიდა. ყოჩაღ გვარამია!

"არჩევნების შემდეგ ტემპერატურა უფრო აიწევს, ამას გვპირდება სააკაშვილის განცხადებები, რომელმაც უკვე წარმოაჩინა თავისი პოლიტიკური პარტიის პლათფორმა და ამბობს, რომ წარსულის შეცდომები გაითვალისწინა. პირადი მტრებიც დაასახელა, რომლებიც უნდა დაისაჯონ, მათ შორის ჩამრთო მეც, რაც ჩემთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელია, ამ პოლიტიკური კლოუნის პირადი მტერი რომ აღმოვჩნდი.

"სამწუხაროდ, "ოცნებაც" პოლიტიკურად ხელმოცარული ძალა გახდა, ანუ დარჩა საზოგადოების წინააღმდეგობა ავტოკრატიული რეჟიმის აჩრდილთან, რომელიც იმედია, არ დაუშვებს ხელისუფლებაში ახალი ტერორის მოსვლას," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.