ექსპერტი გია ხუხაშვილი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე დუმილის დღეებს აცხადებს. ამის შესახებ ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გიორგობას გილოცავთ ყველას!
ინფორმაცია ჟურნალისტებისათვის - დღეიდან არჩევნებამდე დუმილის დღეებს ვაცხადებ, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
კავშირზე გამოვალ მხოლოდ განსაკუთრებული ფორს-მაჟორის შემთხვევაში. იმედი მაქვს, არ გახდება საჭირო“, წერს ხუხაშვილი.