ცირკში და ბავშვობის მერე ამდენი არ მიცინია - გრიგოლ ვაშაძე

ცირკში და ბავშვობის მერე ამდენი არ მიცინია - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისთვის ღიმილისმომგვრელია უკრაინულ საიტზე გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსისა და ექსპრეზიდენტის სააკაშვილის საუბარია ასაახული. 

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ ძილისპირული მოგვიწყო. 

"ამდენი ცირკში და ბავშვობის მერე არ მიცინია. მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ამას აკეთებს, ხალხნო, სპეციალური კურსები არსებობს და ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ",-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.