მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის განცხადებით, რომელიც მანამდე პენიტენციურ სისტემას წლების განმავლობაში ხელმძვანელობდა, დიდი დრო დასჭირდა ხელისუფლებას იმისათვის, რომ ციხეებში ნაციონალური ხელისუფლებისდროინდელი ვითარება გამოესწორებინა.
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა რევოლუციისთვის ემზადება.
"ყველაფერი კეთდება ნაბიჯ-ნაბიჯ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ქვეყანაში რევოლუცია", - განაცხადა კახიშვილმა "იმედის" ეთერში.