გიორგი ვაშაძე დაიბნა და ამბობს, რომ ჩანაწერში საკუთარი ხმა ვერ იცნო

გიორგი ვაშაძე დაიბნა და ამბობს, რომ ჩანაწერში საკუთარი ხმა ვერ იცნო

გიორგი ვაშაძემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. იგი დაბნეული ჩანდა და განაცხადა, რომ საკუთარი ხმა ვერ იცნო და მასში გამოყენებული ტერმინოლოგიაც ეუცხოვა.

"ჩემი ხმა ვერ ამოვიცანი, საერთოდ ტერმინოლოგია, აბსოლუტურად სხვადასხვა თემაზეა საუბარი" – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცოტა ხნის წინ გადაცემა "არჩევანი"-ს პირდაპირ ეთერში გავიდა ფარული ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვაშაძე რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ და პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე ჭორაობენ.