იაგო ნებიერიძის კიდევ ერთი მსხვერპლი – რას ამბობს გადარჩენილი გორელი გოგონა

იაგო ნებიერიძის კიდევ ერთი მსხვერპლი – რას ამბობს გადარჩენილი გორელი გოგონა

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობასა და 2004 წელს 11 წლის მოზარდის ზაქრო ბერძენიშვილის გატაცებაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის კიდევ ერთი მსხვერპლი 10 წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს.

„სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი და უკნიდან მომეპარა ვიღაც, ჩანთას მართმევდა. წინააღმდეგობა გავუწიე და ხელი მკრა, ძირს დამაგდო და სახეში წიხლი ჩამარტყა, თავის არეში მძიმე დაზიანებები მომაყენა, ჩემი მოკვლა უნდოდა“, – იხსენებს „კვირასთან“ დაზარალებული.

მისი თქმით, რომ არა მისი მეზობელი მამაკაცის დროული დახმარება, ნებიერიძე მას მოკლავდა.

„ოთხჯერ ჩამარტყა წიხლი სახეში, საშველად რომ დავიყვირე, კიდევ ერთხელ დამარტყა და მეზობელი მამაკაცის დანახვისთანავე გაიქცა“, – იხსენებს მომხდარის დეტალებს ი.ბ.

ი.ბ-ს თქმით, ამ შემთხვევიდან ძალიან მცირე ხანში კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, იაგო ნებიერიძემ ჩემი მეზობლის ბავშვს მობილური ტელეფონი წაართვა.

„ბავშვმა გაქცევა შეძლო, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო. რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციიდან მოვიდნენ, ამოცნობაზე წამიყვანეს, რა დამავიწყებდა მის სახეს, იმ წამსვე ამოვიცანი. მახსოვს, მალევე ჩემს და ამ ბავშვის საქმეზე მას 17 წელი მიუსაჯეს“, – აცხადებს დაზარალებული.

„ახლა რომ გავიგე ეს ამბავი და შემდეგ რომ დავინახე მისი სახე, ხელახლა განახსენდა ყველაფერი, მინდა, რომ უმკაცრესად დაისაჯოს, უნდა მოიხადოს ეს სასჯელი ბოლომდე“.