დარბეული სახლი და უცენზურო წარწერა ოქიტაშვილის მანქანაზე – აგრესია სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგ

დარბეული სახლი და უცენზურო წარწერა ოქიტაშვილის მანქანაზე – აგრესია სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების წინაღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო. კულტურის პალატის პრეზიდენტ დათო ოქიტაშვილის მანქანაზე უცენზურო წარწერა დატოვეს,  და გიორგი ჩიკვაიძის სახლი დაარბიეს, საიდანაც წაღებული არ არის ძვირფასი ნივთები. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას დავით ოქიტაშვილი ავრცელებს.

“აი ასე დამხვდა ჩემი ავტომანქანა ცოტა ხნის წინ.!!! ვერ შემაშინებთ ვერა.ხერხი ნაცნობია.!! დაიწყეს, დაიწყეს! ქართული ოცნების აქტივისტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელი ბინა დაარბიეს, ვერ შეგვაშინებთ.” – წერს დათო ოქიტაშვილი.