“არ მოეთხოვება გვარამიას მეტი… ჩვენ გვინდა მოეთხოვებოდეს, ხუთიანი გვაქვს შემოსახაზი… “მაგას ცოლი გეექცა” ახალ ხარისხში ავიდა”

“არ მოეთხოვება გვარამიას მეტი… ჩვენ გვინდა მოეთხოვებოდეს, ხუთიანი გვაქვს შემოსახაზი… “მაგას ცოლი გეექცა” ახალ ხარისხში ავიდა”

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამია მიერ გადაცემაში “კვირის აქცენტები” სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ განცხადებას, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა, რომელმაც “ფეისბუქი” – ს პირად გვერდზე დაწერა:

“მოვუწოდებ “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიას, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მხარს ვუჭერ, არ გამოიყენოს სიბინძურე, არ მოახდინოს პირადი ცხოვრებით მანიპულირება კამპანიაში. თქვენი მხარდამჭერები ავრცელებენ უკვე პირად ცხოვრებაზე ინფორმაციას და მოუწოდეთ, ეს არ ქნან. ოცნების სიბინძურე არ ამართლებს არაფერს, ეგ ისედაც ვიცით და თქვენ მეტი მოგეთხოვებათ ” – დაწერა ხოშტარიამ.

აღნიშნულ თემას გამეოხმაურა “ტაბულა”-ს გენერალური დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც:

“არ მოეთხოვება გვარამიას მეტი… ჩვენ გვინდა მოეთხოვებოდეს, იმიტომ რომ ხუთიანი გვაქვს შემოსახაზი. Wishful thinking-ია ეგ”

“მაგას ცოლი გეექცა” ახალ ხარისხში ავიდა – ეს გამწარებული ქალი “ნაციონალური არხის” დირექტორი არ ყოფილა.

თავს იმით თუ დავიმშვიდებთ ვაშაძის შემოხაზვისას, რომ აბსოლუტურ სიბინძურეს, გადანაწილებული სიბინძურე ჯობია.

“დაყავი და იბატონე” – რავი… თვითტრეინინგით ვარ დაკავებული დილიდან, რომ ვიცი რაც უნდა შემოვხაზო რამდენიმე დღეში, ” – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში