რისი ბოდიში უნდა მოიხადოს გორჯესტანმა? 100 მეტრზე სირბილში გამოიწვია თუ შტანგის აწევაში?

რისი ბოდიში უნდა მოიხადოს გორჯესტანმა? 100 მეტრზე სირბილში გამოიწვია თუ შტანგის აწევაში?

ფეისბუქზე მომხმარებელი ლევან ადეიშვილი ფეისბუქის გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ეს საია რომ ლიბერალთა პიტომნიკია ქე ვიცი, მარა თლათ უტვინოები ხართ? რისი ბოდიში უნდა მოიხადოს გორჯესტანმა?? 100 მეტრზე სირბილში გამოიწვია თუ შტანგის აწევაში?? დებატებში გამოიწვია თქვე თავფქვილებო და ბოდიშს რატო თხოვთ? ვერ ხვდებით, მხოლოდ მაშინაა მოსახდელი ბოდიში თუ შეზღუდული არა ფიზიკურ, არამედ გონებრივ შესაძლებლობებშია. ეს თქვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში ნოდარ ვაშაძეს არასრულფასოვნად რომ ჩათვალეთ ასეთი პოზიციით!! კაცმა არ იცის, ეგებ ისე მოუგოს თეიმურაზს და ანანოს კიდეც მწარედ! ასეთ უპრაგონო დამცველებს უჩივლებდა "დაცული" და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყნაში მოუგებდა სასამართლოს.

რადგან ასეთი დაცვით მის არასრულფასოვნებას გაუსვეს ხაზი! ოცნებაში კიდე ვინ მოიფიქრა ეს ბატალია ერთი მანახა რა! რა, ვითომ ქართულად მოსაუბრე გორჯესტანი უფრო მშობლიურად გამოჩნდებოდა? ქართველი შემბრალე და სოლიდარია, ამიტომაც მისი შინაგანი თანაგრძნობა აპრიორი ვაშაძის მხარეს იქნება და თუ კაი ტიპიც გამოდგა საერთოდ! ძაან მაგარი პიარ სტრატეგები გყავთ აი!!" - წერს ლევან ადეიშვილი.