პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ადამიანები, მაგალითად ნიკა გვარამია ცდილობენ შექმნან დაძაბული ვითარება და ამისათვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ამ საკითზე ხათუნა ხოფერიამ პირველი არხის ეთერში ისაუბრა,
“არ მინახავას ასეთი რამ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს პირდაპირ ეთერში აგინებდნენ. ეს ყველაფერი გამიზნულია გარკვეული პოლიტიკური ტემპერატურის და დაძაბულობის ზრდისთვის. ალბათ რაღაც თემებს კიდევ მოიფიქრებენ საიმისოდ, რომ მათი ამომრჩეველი დაძაბონ, გაუჩინონ რაღაც ილუზიები და მოამზადონ ქუჩის აქციებისთვის თუ საპროტესტო ტალღისთვის, რაზეც მე მინდა მივმართო მათ, რომ არც იფიქროთ, რადგან ეს არ გამოუვათ, ეს არის გამორიცხული, მათ ბევრჯერ სცადეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში და როგორც აღმოჩნდა, მათი მხარდამჭერებიც კი ნაკლებად მიდიან ისეთ რამეზე, რომ გამოვიდნენ და დაძაბონ ან სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანონ ქვეყანა. ბევრი მცდელობა ჰქონდათ და ბევრი თემა შემოაგდეს, რაც საბოლოოდ არ გამოდის, ამიტომ ნურც ეცდებიან”– განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.