მიხეილ სააკაშვილის პასუხი ეკა გიგაურს

მიხეილ სააკაშვილის პასუხი ეკა გიგაურს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურის შენიშვნას პასუხობს.

“ეკა გიგაურს აშკარად არ ესმის ტერმინ “ანტისემიტიზმის” მნიშვნელობა. მე გული მერევა ყველანაირ ანტისემიტიზმზე ამ ბრალდებას არ მივიღებ არც მისგან და არც ნებისმიერი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ასევე მინდა დავადასტურო, რომ შევეწინააღმდეგები ჩემს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქეობის მქონე “შავი პიარის სპეციალისტ”აფერისტების ბოგინს რა ლოზუნგებითაც არ უნდა დამიპირისპირდნენ და რა სახელი და გვარიც არ უნდა ჰქონდეთ მათ”– წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში.