მეორე ტური აბსოლუტურად სხვანაირი იქნება… ჩემს გარშემო პირველ ტურზე ათიდან რვა არ წავიდა, ახლა ათივე მიდის – გია გაჩეჩილაძე

მეორე ტური აბსოლუტურად სხვანაირი იქნება… ჩემს გარშემო პირველ ტურზე ათიდან რვა არ წავიდა, ახლა ათივე მიდის – გია გაჩეჩილაძე

გიორგი გაჩეჩილაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა, ის ფიქრობს ამომრჩევლის აქტივობა 28 ნოემბერს 2012 წლის არჩევნებზე ნაკლები არ იქნება.

“მეორე ტური აბსოლუტურად სხვანაირი იქნება, შენს ქალაქს, ქვეყანას უნდა გრძნობდე, რომ ამასაც გრძნობდე. ჩემს სოციუმში თუ 10 ადამიანია, პირველ ტურზე 8 არ წასულა. ახლა ათივე მიდის.

ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს კი არა, მაგრად გაიმარჯვებს. ხალხი თავისუფლებას აირჩევს, რადგან უკან დაბრუნება მაინც არავის უნდა“, – განაცხადა მომღერალმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, – „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის.