რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
როგორც პუტინმა განაცხადა, მნიშვნელოვანია აფხაზეთში ეკონომიკური განვითარების ტემპი დაჩქარდეს.
"ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებული, სტრატეგიული და მოკავშირეობრივი ხასიათისაა. სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა მცირე ტემპით, ხუთი პროცენტით გასულ წელს, ორი პროცენტით მიმდინარე წლის 9-10 თვეში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რაულ ხაჯიმბამ აქცენტი გააკეთა სამხედრო თავდაცვით ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 94-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა.
"მიმდინარე წელს 94-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ჩვენს სამხედრო უწყებებს შორის ურთიერთქმედების ინტენსივობას ადასტურებს“, - განაცხადა ხაჯიმბამ.