ნიკა გვარამია უხეშად ერევა სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაში - ანა დოლიძე

ნიკა გვარამია უხეშად ერევა სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაში - ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ’’რუსთავის 2’’ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უხეშად ერევა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაში  და ასეთ უხამს ჩარევაზე საზოგადოებამ ‘’საკუთარი ადგილი ‘’ უნდა მიუჩინოს ყველას.

დოლიძის თქმით, დასრულდა ის დრო, როცა ადამიანებს კამერებით და მიკროფონებით საძინებლებში "უძვრებოდნენ’’.

 ‘’იყო დრო, რომ მთელ საქართველოს, მათ შორის თავიანთი გუნდის წევრებს, კამერებით და მიკროფონებით უძვრებოდნენ საწოლებში. მადლობა ღმერთს, ამის საშუალება ახლა აღარ არის. თუმცა ახლა ინდივიდუალურად საკუთარ მტრებს ურჩევენ პირად ცხოვრებაში ქცევებს: გაიხსენეთ კოტე იოსელიანის კომენტარი ბახტაძეზე და უტა ივანიშვილზე; ახლა გვარამიასი სალომეზე. ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული, საკუთარი ადგილი მივუჩინოთ ასეთ უხამსს ჩარევებს ვის მიმართაც არ უნდა იყოს ისინი; არსებობს წითელი ხაზები და ისინი უნდა დავაცვევინოთ", - აცხადებს ანა დოლიძე.

ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გუშინ "გადაცემა "კვირის აქცენტებში" ისაუბრა.