"კვირის აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელიც ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და "რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს შორის შედგა.
მიმოწერიდან ირკვევა, რომ ელიზბარაშვილის მეუღლე ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევასა და ბიზნესის დარეკეტებაზე საუბრობს.
გვარამიას ინფორმაციით, მიმოწერა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
„დღეს ბიზნესმენები დაიბარეს „ქართუში“ და უთხრეს, რომ დამატებითი ხარკი უნდა იხადონ. გაორმაგდაო, - გვითხრეს. ხვალ თათბირია მგონი და აფეთქდებიან, ალბათ, ბანკის სესხების დაფარვას რომ შეპირდა ხალხს, ისევ ხალხის ფულით აპირებს.
"20 მილიონი 10 დეკემბრამდე მოიტანეთო, დღეს შეხვდა ვიღაც „ქართუდან“, არ გვაქვსო, ამათ უთხრეს, ფიზიკურად ვერ გადავიხდითო და გრძელვადიან სესხებს გაგაკეთებინებთ თიბისი ბანკიდანო. ბევრი ბიზნესმენი იყო დაბარებული.
"ვინმე მურმანი რეკავს, ერთი დღეც თუ დააგვიანდათ იმის მიტანა, რასაც იხდიან, 300 ათასი ჩემოდნით ექნებათ მოსატანიო,“- წერს თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლე მიმოწერაში.
რამდენად დაინტერესდება ამ მიმოწერით მთავარი პროკურატურა, ამ დროისთვის უცნობია. გვარამია თადუმაძის უწყებისგან ამ საკითხის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს.