რა შუაშია ხალხო აქ შვილები, ესაა ევროპა და საქართველო?! - დავით უსუფაშვილი

რა შუაშია ხალხო აქ შვილები, ესაა ევროპა და საქართველო?! - დავით უსუფაშვილი

"შენების მოძრაობის" ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილის ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

“დღეს ვიხილეთ ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი - შვილი შვილს დებატებში იწვევს. საკუთარი შვილის აქამდე მიყვანა, ვისაც შვილი მიყავს ან “პიარშიკის”.. ხალხო, სადამდე და სად მივდივართ, საპრეზიდენტო არჩევნებში შვილების დებატებზე ვსაუბრობთ. დავუშვათ ვაშაძეზე და ზურაბიშვილზე უარესი მხოლოდ უსუფაშვილი დადის ამ ქვეყანაზე. რა შუაშია, ხალხო აქ შვილები. ესაა ევროპა და საქართველო? - აქამდე როგორ მივიყვანეთ საქმე?”, – ასე ეხმაურება “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი თოქ-შოუ “360 გრადუსში” სალომე ზურაბიშვილის შვილის თეიმურაზ გორჯესტანის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან გრიგოლ ვაშაძის შვილ, ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია.