დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო 7 წლის მერე გამოიტანს ჩვენს გამამართლებელ განაჩენს

დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო 7 წლის მერე გამოიტანს ჩვენს გამამართლებელ განაჩენს

ჩვენ ნასამართლეობა ისტორიაში არ გვეწერება, მაგრამ ჩვენს მიმართ გამოტანილია განაჩენი და ამას ისტორია ინახავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოტორეპორტირმა ნათია გედენიძემ სააპელაციო სასამართლოში მისვლისას განუცხადა.

როგორც ნათია გედენიძემ განაცხადა, მისთვის, როგორც დანარჩენი ფოტორეპორტიორებისთვის, სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისვლა მოულოდნელი იყო, თუმცა, დასძენს, რომ მის თანადგომას გრძნობდა.

როგორც გედენიძე აღნიშნავს, განაჩენს, რომელიც დღეს გამოცხადდება, ბოლო 2 წელია ელოდება. როგორც ის განმარტავს, დაზარალებულებად მათი ცნობა მნიშვნელოვანი იყო.

„გვაქვს მოლოდინი, რომ გამოცხადდება საბოლოოდ ჩვენი გამამართლებელი განაჩენი პროცესზე, რომელიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობს პროკურატის მიერ ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით.

დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და 7 წლის მერე გამოიტანს ჩვენს გამამართლებელ განაჩენს.

ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი მსჯავრიდან გათავისუფლება მოხდა უდოს კომისიის ფარგლებში", - აცხადებს გედენიძე.

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.