გრიგოლ ვაშაძეს იმის ვაჟკაცობა არ ეყო ეღიარებინა, რომ ჩემს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი

გრიგოლ ვაშაძეს იმის ვაჟკაცობა არ ეყო ეღიარებინა, რომ ჩემს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი

გრიგოლ ვაშაძეს იმის ვაჟკაცობა არ ეყო ეღიარებინა, რომ ჩემს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი, - ასე გამოეხმაურა ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისვლას.

როგორც აბდალაძე აღნიშნავს, მისთვის სალომე ზურაბიშვილის სასამართლოში მისვლა მოულოდნელი იყო.

"არ იცოდა და მისთვის სიურპიზი იყო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

თავად გიორგი აბდალაძემ კი განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს დაიჭირეს. „მან კარგად იცის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან არც ერთი დოკუმენტი არ წამიღია, ყველა თანამშრომელი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია. ის დღეს უარყოფს, რომ მიცნობს. იმის კაცობა და ვაჟკაცობა არ ეყო, ეღიარებინა, რომ ჩემს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. უდანაშაულო ადამიანი ჩამსვეს ციხეში, მაწამეს და მაიძულეს მეღიარებინა ის სისულელე. სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი", - აცხადებს აბდალაძე.

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.