„კასრების ამბავი“ არ უნდა დაბლოკილიყო, კადრები საზოგადოებისთვის უნდა ეჩვენებინათ - შათირიშვილი

„კასრების ამბავი“ არ უნდა დაბლოკილიყო, კადრები საზოგადოებისთვის უნდა ეჩვენებინათ - შათირიშვილი

ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ პირდაპირ განაცხადა, რომ კასრების კადრები არ უნდა დაბლოკილიყო. საერთოდ კი, ბევრი მსგავსი ინფორმაცია დაიბლოკა და საზოგადოებამდე არ მივიდა.

„ამის ჩვენებაზე საზოგადოების გარკვეული ნაწილი იყო დაბარებული – NGO სექტორი და ასე ვთქვათ, ცნობადი სახეები. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ბევრი ასეთი რამ დაიბლოკა და ხალხამდე არ მივიდა. არადა,  ხალხს უნდა ენახა, რა ხდებოდა, რა ტიპის კადრები იყო და ა.შ. არ შემიძლია, დათო მაღრაძის აფორისტული გამოთქმა არ მოვიშველიო, სადაც თქვა, რომ კი, კოაბიტაცია მოგვთხოვეს, მაგრამ ოცნებამ ამას გემოც ჩაატანაო“, – განაცხადა შათირიშვილმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანას, რაც არ უნდა ეთიკური და ამაღლებული იყოს, თავისი ნაციონალური ინტერესი აქვს, ამიტომ საქართველომ უნდა მოახდინოს იმის არტიკულირება, რა არის ნაციონალური ინტერესები.