სამი დედაკაცი რომ ტლიკინებთ, ღირსები ხართ სწორედ ის ქოლგა გაგიკეთონ! – ბაკურაძე ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვაზე

სამი დედაკაცი რომ ტლიკინებთ, ღირსები ხართ სწორედ ის ქოლგა გაგიკეთონ! – ბაკურაძე ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვაზე

”დაპროგრამებულ რობოტებზე დიდი ხანია კომენტარის არ ვაკეთებ, მაგრამ ამ პოსტის მიძღვნა დღეს აუცილებლად მივიჩნიე”, – ამ პოსტს ჟურნალისტი ბაკურ ბაკურაძე სოციალური ქსელის გვერდზე წერს და სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებას, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით ეხმაურება.

“გუშინ რომ გამოლაგდა სამი რობოტი და ტლიკინებდა ყალბი პირადობის მოწმობების “შესაძლო” ბეჭდვაზე და არჩევნების “შესაძლო” გაყალბების “მცდელობაზე”!

აი, ახლა ყურადღებით მომისმინეთ!

სამი დედაკაცი რომ გამოეთრევით და ტლიკინებთ “შესაძლოებით”, ან მტკიცებულებები მოიტანეთ და მიმართეთ საგამოძიებო სტრუქტურებს შესაბამისი საჩივრით და მოითხოვეთ დამნაშავეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, ან თქვენს დაპროგრამებულ და შეფარულ ტექსტებში სიტყვები “შესაძლო”, “სავარაუდო”, “საეჭვო” მოხსენით და პირდაპირ დაადანაშაულეთ ვინმე, თუ რამის ერთი ადგილი გაქვთ და არ გეშინიათ, რომ ცილისწამების გამო თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება!

გუშინდელი თქვენი ყლიტინი იყო ერთადერთი მიზნის მატარებელი, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა გაგეპრავებინათ, რასაც ქვეყანაში, რაიმენაირად უნდა მოჰყვეს ქაოსი და არეულობა.

ვერაფერს ვერ იზამენ ვერც ისინი და ვერც თქვენ!

თეორიულად, თქვენ გუშინდელი განცხადებით, მხარი დაუჭირეთ ქვეყანაში არეულობასა და სისხლისღვრას!

იმის ღირსები ხართ, ვისი “ქოლგაც არ უნდა გფარავდეთ”, რომ სწორედ ის ქოლგა გაგიკეთონ უკან ამის გამო!”, – წერს ბაკურაძე.