“სინდისის ნატამალიც არ გააჩნია…” – მერაბ მეტრეველი

“სინდისის ნატამალიც არ გააჩნია…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“როგორ შეიძლება ირწმუნო რაიმე ადამიანის, რომელსაც სინდისის ნატამალიც კი არ გააჩნია?! თურმე ის, რაც ხდებოდა, უნდა შეფასდეს სიტყვებით „არ იყო იდელაური“ და თურმე ნორვეგიულ ციხეს აშენებდა. 

„ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო. ციხეები არის მძიმე მდგომარეობაში ახლაც. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს?! ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა დასავლეთ საქართველოში, რაც ამათმა შეაჩერეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველო ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისი მმართველობის პერიოდში დასავლეთ საქართველოში ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა.

“როგორ უნდა გამოსწორდეს ეს?! ჩვენ ამაზე ვმუშაობდით მაშინ. ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა დასავლეთ საქართველოში, რაც ამათ შეაჩერეს. პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო, მაშინ ეს კალმახელიძის მომზადებული პროექტი იყო. სამწუხაროდ, ამის განხორციელება ვერ მოვასწარით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ციხის მოსახლეობა დიდი კონტინგენტის დონეზე უნდა გვყავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ დამნაშავეების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი, ვფიქრობ, ბევრი ალტერნატიული მეთოდის გამოყენება შეიძლება, მათ შორის პრობაციის. პროფილაქტიკური სამუშაოების გამოყენება იმისთვის, რომ დანაშაულს სხვა მეთოდებით ვებრძოლოთ. ციხე ნამდვილად არ არის პანაცეა, ამიტომ ჩემი აზრით, პატიმრების რაოდენობა დღევანდელთან შედარებით უნდა შემცირდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.