საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური ტაქტიკის ახალი გზა აირჩია, ოქრუაშვილისა და სხვა ოპონენტების შემორიგების მცდელობის შემდეგ, ის ამჯერად გუბაზ სანიკიძის პერსონაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მისი ბოლო სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ ფიქრობს, რომ ის ბრძენია. სანიკიძის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისაუბრა.