"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უცნობის ახალ ვიდეორგოლს ქაჯობას უწოდებს, თუმცა მომღელის ნიჭიერებას აღიარებს.
აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ამ საშინელი ქაჯობის მიუხედავად, მაინც ვამტკიცებ, რომ ძალიან ნიჭიერია. პროსტა ფულის ხამია’’, - წერ ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "იმიტომ ამიტომ 48’’- ასეთი სახელწოდებით გაავრცელა უცნობმა ახალი მუსიკალური ვიდეო, რომელიც მომღერალმა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად შექმნა.
ახალი ვიდეორგოლი პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ "მარიოს“ მოტივებზეა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის’’ ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გაშარჟებულნი.