შვილმოკლულ მამებს ამერიკიდან ქართველმა ემიგრანტებმა თანხა გადმოურიცხეს

შვილმოკლულ მამებს ამერიკიდან ქართველმა ემიგრანტებმა თანხა გადმოურიცხეს

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა მარინა ძაგნიძემ, ემიგრანტების სახელით, ხორავას ქუჩაზე  მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, 5 ათასი დოლარი გადმოურიცხა. ემიგრანტმა ქალბატონმა სოციალურ ქსელში გზავნილის ქვითარი გამოაქვეყნა.

"გზავნილი ადრესატამდე მივიდა. ღმერთი ყველას უშველის. მადლობა ემიგრანტებს. გფარავდეთ დღევანდელი დღის მადლი“, - წერს ქართველი ემიგრანტი.

როგორც მარინა ძაგნიძემ "2020NEWS“-ს განუცხადა, ისინი უახლოეს დღებში ამდენივე თანხას მალხაზ მაჩალიკაშვილის ანგარიშზეც გადმორიცხავენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებმა მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის დასახმარებლად ფონდი  „justice for zaza saralidze“ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა 25 დღის წინ გახსნეს. ფონდში ჩარიცხული თანხა მთლიანად  შვილმოკლულ მამებს გადაერიცხებათ. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელის ემიგრანტი მარინა ძაგნიძის განცხადებით, ფონდი იქამდე განაგრძობს არსებობას, სანამ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალს არ იპოვნიან.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამები რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ.