ახალ რევოლუციას რა დავარქვათ? -

ახალ რევოლუციას რა დავარქვათ? -"კარტოფილების რევოლუცია" თუ "ჩამოწერილი ვალების რევოლუცია?!’’

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ახლა ზუსტად 2003 წლის რეალობა მეორდება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა "კარტოფილების" ან  "ჩამოწერილი ვალების“ რევოლუციის წინაშე დგას.

აღნიშნულის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ერთი-ერთში 2003 წელია. ფქვილი, ზეთი, შაქარი, მოჭიდავეები, მოკრივეები და ჯიბგირები. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ შემდეგ რევოლუციას რა უნდა დავარქვათ, "კარტოფილების რევოლუცია" თუ "ჩამოწერილი ვალების რევოლუცია?!’’  - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა წარადგინა,რომლის მიხედვითაც 600 ათას მოქალაქეს საბანკო დავალიანებას ფონდი ‘’ქართუ“ დაუფარავს. ამასთანავე წინასაარჩევნო პერიოდში მარნეულში მოსახლეობას დიდი რაოდენობით კარტოფილი დაურიგეს.