გამოიძახეთ კაგებეშნიკი ჯანრი კაშიას სული თეფშით და ნინო ანანიაშვილთან მისი დებატები მოითხოვეთ - ნიკა გვარამია

გამოიძახეთ კაგებეშნიკი ჯანრი კაშიას სული თეფშით და ნინო ანანიაშვილთან მისი დებატები მოითხოვეთ - ნიკა გვარამია

“რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თეიმურაზ გოჯესტანი გრიგოლ ვაშაძის შვილს ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს.

"უკაცრავად, ანუ "ქართულ ოცნებას" (არ მითხრათ ახლა რომ ეს აცეტებული გორჯესტანი ქართულ ოცნებასთან რა კავშირშიაო) შეუძლია სრულიად ამაზრზენი და დაუშვებელი მეთოდებით ურტყას გრიგოლ ვაშაძეს წელს ქვემოთ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეუძლია ჩვენი პირადი ცხოვრების ვიდეოებით გვაშანტაჟოს, გამოაქვეყნოს კიდეც, გვაიძულოს ჩვენი ადიულტერის თაობაზე საჯაროდ გვასაუბროს და ოჯახები დანგრევის პირას მიიყვანოს და საპასუხოდ ჩვენ ყველანი მაღალზნეობრივი დუმილით უნდა ვდუმდეთ და ნამუსი ვუნახოთ საქართველოს მოღალატეს დ ამით ირიბად ხელი შევუწყოთ მის პრეზიდენტობას? - ვდუმდეთ მაგალითად იმაზე, რომ მოღალატე სალომე ზურაბიშვილი თავისივე შვილის ნათლიას და მისივე ქმრის მეჯვარეს გაყვა ცოლად მოქმედი ქმრის პირობებში, რაც, მაგალითად, აშშ-ში და ცენტრალური ან დასავლეთ ევროპის ნებისმიერ კონსერვატულ საზოგადოებაში სრულიად დაანგრევდა მის კანდიდატურას, (უფრო სწორად, კანდიდატობამდეც ვერ მიაღწევდა)?

არ გამოვა. quid pro quo. თქვენ ეს სრულიად დაიმსახურეთ. მიდით ახლა კაგებეშნიკი ჯანრი კაშიას სული გამოიძახეთ თეფშით და ნინო ანანიაშვილთან მისი დებატები მოითხოვეთ”, - წერს ნიკა გვარამია.