"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ბანერს - "არა ქოცებს" ავრცელებს, რომელზეც "ქართული ოცნების" ლიდერები არიან გამოსახულნი. ბანერი ერთგვარი პასუხია "ოცნების" საარჩევნო ბილბორდზე, სადაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები - "არა ნაცების" ფონზე არიან წარმოდგენილნი.