თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა - ნიკა გვარამია

თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა - ნიკა გვარამია

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ხელისუფლება ყალბ პირადობებს ამზადებს.

“ბოდიში, მაგრამ, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები გაუუქმებია ქვეყანაში. გილოცავთ, თქვენ ტოტალიტარული ქვეყნის მოქალაქეები ხართ! p.s. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა”, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და "სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.